„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა დროებით ფარულ ადგილას დაკრძალეს. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო შიშით, დაკრძალვის ცერემონია ისრაელისთვის ახალი სამიზნე არ გამხდარიყო.
„ჰასან ნასრალა დროებით დაკრძალეს ვიდრე გარემოებები არ მოგვცემს საშუალებას, რომ საჯარო დაკრძალვის ცერემონია ჩავატაროთ“, – განაცხადა „ტელეგრაფთან“ საუბარში დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა.
ცნობისთვის, ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ბეირუთის სამხრეთ უბანში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს მოკლეს.