ლიბანურმა შიიტურმა მოძრაობამ, „ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი დაასახელა.
დაჯგუფებამ ახალ ხელმძღვანელად ნაიმ ყასემი გამოაცხადა, რომელიც მანამდე „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე იყო.
„ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი მას შემდეგ დაასახელა, რაც გასულ თვეს ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ჰასან ნასრალა მოკლეს.