„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქ თელ ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, საფრთხის გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო მიმდებარე ქალაქებშიც
„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქ თელ ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, საფრთხის გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო მიმდებარე ქალაქებშიც. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ნასროლი შორ მანძილზე მფრენი ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ წარმატებით გაანეიტრალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა გარკვეული დაზიანება გამოიწვია. ისრაელის მედია წერს, რომ ლიბანიდან ქალაქ ჰაიფას მიმართულებით 25 რაკეტა ისროლეს, რომელთა უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. დანარჩენი რაკეტების აფეთქების შედეგები დგინდება.
პარალელურად, „ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიში განხორციელდა თელ ავივის გარეუბანში მდებარე გლილოტის სამხედრო დაზვერვის ბაზის წინააღმდეგ.
„ჰეზბოლას“ განცხადების თანახმად, თავდასხმა ასევე განხორციელდა მანარას დასახლებაში ისრაელის სამხედროების შეკრების ადგილზე, ასევე ქალაქ კირიათ შმონაზე.