ჰერმან საბო - სხვადასხვა პარტიას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, თავისი დღის წესრიგიც ჩააკვეხოს ამ აქციებში, მაგრამ ვნახეთ, ამ მცდელობას როგორი ჯანსაღი პასუხი ჰქონდა აქციის მონაწილეებისგან
ჰერმან საბო - სხვადასხვა პარტიას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, თავისი დღის წესრიგიც ჩააკვეხოს ამ აქციებში, მაგრამ ვნახეთ, ამ მცდელობას როგორი ჯანსაღი პასუხი ჰქონდა აქციის მონაწილეებისგან

სხვადასხვა პარტიას შეიძლება, ჰქონდეთ სურვილი, რომ თავისი დღის წესრიგიც ჩააკვეხოს ამ აქციებში, მაგრამ, მგონი, ვნახეთ, უკვე კანონის ჩაგდების დღეს ამ მცდელობას როგორი ჯანსაღი პასუხი ჰქონდა აქციის მონაწილეებისგან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, ეს აქცია არ შეკრებილა არავის დაძახებულზე და ამ აქციას ჰქონდა ერთადერთი მოთხოვნა, რომ ჩაებეტონებინა საქართველოს ევროპული მომავალი, რაც შეასრულა.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ქართველ ერს მართლა უნდა ევროპა და მზად არის, ამისთვის იბრძოლოს. ახლა არის მეორე ნაწილი, ამ დიდი ამბის ბოლომდე მისაყვანი, რაც არის 12 პუნქტი. ზუსტად ის 12 პუნქტი ისევე ემსახურება საქართველოს ევროპულ მომავალს, როგორც ამ კანონის გაწვევა და როგორც ადრე გვინახავს ამ საკითხზე შეკრებილი ათასობით ადამიანი, მგონია, რომ მომავალშიც ვნახავთ ასეთ აქციებს, თუ ეს 12 პუნქტი არ შესრულდა წესიერად. სხვადასხვა პარტიას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, რომ თავისი დღის წესრიგიც ჩააკვეხონ ამ აქციებში, მაგრამ, მგონი, ვნახეთ, უკვე კანონის ჩაგდების დღეს ამ მცდელობას როგორი ჯანსაღი პასუხი ჰქონდა აქციის მონაწილეებისგან. არ ველოდები, რომ ეს აქცია გაიბლარება სხვადასხვა პარტიის შიდაპარტიული მოთხოვნებით, მგონია, რომ ეს მასშტაბური აქციები დარჩება ევროპასთან დაახლოების კონტექსტში“, – განაცხადა ჰერმან საბომ.