ჰერმან საბო - პრეზიდენტის ქოლგას ჯერ არანაირი იდეა არ აქვს, გარდა იმისა, მოდით, ერთად დავდგეთო, სამწუხაროდ, მისი განცხადებების არ მჯერა, რადგან ეს ქმედებებით არ დასტურდება
ჰერმან საბო - პრეზიდენტის ქოლგას ჯერ არანაირი იდეა არ აქვს, გარდა იმისა, მოდით, ერთად დავდგეთო, სამწუხაროდ, მისი განცხადებების არ მჯერა, რადგან ეს ქმედებებით არ დასტურდება

პრეზიდენტის ქოლგას ჯერ არანაირი იდეა არ აქვს, გარდა იმისა, მოდით, ერთად დავდგეთო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებების არ სჯერა, რადგან ეს განცხადებები ქმედებებით არ დასტურდება.

„არც ქოლგას, არც გაერთიანებას და არც ფანჩატურს არანაირი აზრი არ ექნება, თუ ის იდეების გარშემო არ არის. პრეზიდენტის ქოლგას ჯერ არანაირი იდეა არ აქვს, გარდა იმისა, მოდით, ერთად დავდგეთო. ხშირად ამ ერთად დგომას პირიქით შედეგები მოაქვს ხოლმე. ეს 2012 წელს ვნახეთ, როცა დიდი ერთობა იყო. ასე იყო 2023 წელსაც. ასეთი მექანიკური გაერთიანება იმის პლაცდარმია, რომ არსებული ბატონი შემდეგი ბატონით ჩანაცვლდეს. სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებების არ მჯერა, რადგან ეს განცხადებები ქმედებებით არ დასტურდება“, – აღნიშა საბომ.