ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები ხელს უშლის სააკაშვილის გეგმას, აჩვენოს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა და შემდეგ ციხიდან გამოვიდეს
ჰერმან საბო - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები ხელს უშლის სააკაშვილის გეგმას, აჩვენოს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა და შემდეგ ციხიდან გამოვიდეს

„ნაცმოძრაობის“ წევრებისგან კეთდება განცხადებები, რომ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესში, რადგან არჩევნებში რომ ჩაერიოს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც იტყვისო. გამოდის „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ სჯერათ, რომ მიშა პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს. ამ მდგომარეობაში „ქართული ოცნება“ როგორ უნდა დაარწმუნო, რომ მიშა პოლიტიკიდან წავიდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

საბოს თქმით, ასეთი განცხადებები ხელს უშლის სააკაშვილის გეგმას, აჩვენოს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა და შემდეგ ციხიდან გამოვიდეს.

„იმ მდგომარეობაში, რაშიც სააკაშვილია, ვიმედოვნებ, მთელი ეს პროცესი არის ვინმესთვის არა თვალის ახელის მცდელობა, არამედ მიშას ციხიდან გამოსვლა უნდა და ხვდება, ამის ერთადერთი გზაა „ქართული ოცნების“ დარწმუნება, რომ პოლიტიკას ჩამოსცილდა. თუ ის მართლა ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, მაშინ ლოგიკურია, რომ პარტიაში დაიწყებოდა გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლა და შეიძლება, ეს პროცესი ასეთი ბრძოლა იყოს, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წევრების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ მიშა არ ერევა ამ პროცესში, რადგან არჩევნებში რომ ჩაერიოს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც იტყვისო. ანუ, გამოდის, რომ ჯერჯერობით, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ სჯერათ, რომ მიშა პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს. ამ მდგომარეობაში „ქართული ოცნება“ როგორ უნდა დაარწმუნო, რომ მიშა პოლიტიკიდან წავიდა. ასეთი განცხადებები ხელს უშლის სააკაშვილის გეგმას, აჩვენოს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა და შემდეგ ციხიდან გამოვიდეს. თუ ეს ასეა, პროცესი შეიძლება, წარმოვიდგნოთ, როგორც ძალაუფლების გადანაწილება ან მელიას ჩამოშორების მცდელობა, რათა მელია გამოვიდეს განტევების ვაცი მთელი იმ უბედურების, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“  სჭირს და ვითომ, ახალი სტარტით იწყებენ. თუ თავად არ იტყვიან, რას შეცვლიდნენ და მელიას ნაცვლად რას გააკეთებდნენ, ასეთი გეგმის გარეშე არაფერი შეიცვლება და ისევ მეორე პარტიად დარჩება“, – განუცხადა ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს.