ჰერმან საბო - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ხალხი, ვისაც ძალიან არ მოსწონს ბოიკოტი და ფული აქვს გადახდილი პარლამენტში ჯდომაში, მათ დარბაზში ყოფნა ურჩევნიათ
ჰერმან საბო - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ხალხი, ვისაც ძალიან არ მოსწონს ბოიკოტი და ფული აქვს გადახდილი პარლამენტში ჯდომაში, მათ დარბაზში ყოფნა ურჩევნიათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ ეთანხმება მათ მიზნებს და მათი მიზნები – მათ ქმედებებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, რომან გოცირიძე სწორად მოიქცა, რომ იმ არეულობაში, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.

„მათ მოვუწოდებ, ან სრულად შემოვიდნენ, ან ცალ-ცალკე, ვის ვისთანაც მოსწონს მუშაობა, რათა წინასწარ გავიგოთ კონტურები მომავალი პარტიების, რადაც დაიშლება ეს პარტია. მე რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ვიყო, ჩემთვის ყველაზე კომფორტული იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტში ყოფნა და „გამიპრავებდა“ ყველაფერს – რეკომენდაციების შეუსრულებლობას, კანონებს და ა.შ. არ მგონია, ნახევარ-ნახევრად შემოვიდნენ, სავარაუდოდ, ყველა ერთად შემოვა, რადგან იქ არის ხალხი, ვისაც ძალიან არ მოსწონს ბოიკოტი და ფული აქვს გადახდილი პარლამენტში ჯდომაში, ადგილებია გაყიდული და ამ ხალხს გარეთ რა უნდა? მათ დარბაზში ყოფნა ურჩევნიათ. ვინაიდან სიტუაციას ვერ შეინარჩუნებენ და ალბათ ვიღაცები პარტიას ბოიკოტს გამოუცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა ბოლომდე და ამას „გააპრავებენ“ იმით, რომ რაღაც კანონის გამო შემოვიდნენ. სინამდვილეში, იმის გამო შემოვლენ, რომ რატომ გავიდნენ, ის არ ჰქონდათ მოფიქრებული. რომ გავიდნენ, შედეგი ვერ დატოვეს და გარეთ ისე არიან, სხვა გზა არ დარჩათ, – განაცხადა ჰერმან საბომ.