ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების გაერთიანება განწირულია
ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების გაერთიანება განწირულია.
როგორც ჟურნალისტებს საბომ განუცხადა, ნებისმიერ გაერთიანებას იდეური საფუძველი უნდა ჰქონდეს და „ბიძინა ცუდია“ იდეური საფუძველი არ არის.
„იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული. არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა. ბოლოს სამეულის გაერთიანება დაიშალა. ნებისმიერ გაერთიანებას წებო სჭირდება და ეს წებო არის, რომ ერთნაირი რაღაცები გვინდოდეს სასამართლოში, ეკონომიკაში და ა.შ. ეს აუცილებელი წინაპირობაა მყარი გაერთიანების. ალბათ ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან: აქეთ – ხაზარაძის და იქით – სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. საპარლამენტო არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე ასეთი გაერთიანებები ვერ მიატანს“, – განაცხადა საბომ.