ჰერმან საბო - მგონია, ომი არავის უნდა, ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება თუ იქნება, ეს უნდა გამოვიყენოთ
ჰერმან საბო - მგონია, ომი არავის უნდა, ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება თუ იქნება, ეს უნდა გამოვიყენოთ

​ტექნიკურად არესტოვიჩი სწორია, რომ ჩვენს ხელისუფლებას დღეს არ აქვს ის განწყობა, თუნდაც ფიზიკურად შეეძლოს, შევიდეს ცხინვალში და აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, მისი მოსაზრებით, საქართველოში არავის უნდა ცხინვალის რეგიონის ომით დაბრუნება.

„თუმცა, მეორეც უნდა ითქვას, რამდენად უნდა საქართველოს მოსახლეობას და პოლიტიკურ კლასს, რომ ომით დაიბრუნოს ეს რეგიონი. მგონია, ეს არავის უნდა. ომით დაბრუნებულ რეგიონებში მოსახლეობის თანაცხოვრება ძალიან რთულია ხოლმე. თუ იდეაში მაინც არსებობს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ჩვენ არა ომით, არამედ რუსეთის წაგების შემდეგ, თუ რუსეთის სხვადასხვა ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ, მშვიდობიანად დავბრუნდეთ იქ, მგონია, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, იმის მიუხედავად ტექნიკურად შეგვიძლია თუ არა, ცხინვალში შესვლა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.