ჰერმან საბო - იმედი მაქვს, დასავლეთში იქნება კანდიდატის სტატუსისთვის პოლიტიკური მზადყოფნა, ამით შეიძლება, ჰქონდეთ შეცდომის გამოსწორების მცდელობა, რაც 2008 წელს საქართველოს მიმართ დაუშვეს
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებით, იმედი აქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, მზადყოფნა იქნება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.
მისი თქმით, ამით შეიძლება, ჰქონდეთ შეცდომის გამოსწორების მცდელობა, რაც 2008 წელს საქართველოს მიმართ დაუშვეს.
„დიდი იმედი მაქვს, რეფორმების გაუტარებლობის მიუხედავად, რაც გვაფერხებს ევროკავშირთან მოძრაობაში, რაღაცნაირი პოლიტიკური მზადყოფნა იქნება დასავლეთში, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ისინი ხვდებიან, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს და სტატუსის მოცემით ამის გამოსწორების მცდელობა შეიძლება, ჰქონდეთ. გამოკითხვა ცალსახად აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს ევროპა უნდა და ამის ფონზე, იმედია, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა ეს იქნება ბევრი დათქმით და შეპირებით. ბევრი რეფორმა გვექნება გასატარებელი“, – განუცხადა საბომ საქართველოს პირველ არხს.