ჰერმან საბო - „გირჩი“ არ არის კეზერაშვილის დაფინანსების ობიექტი, ალბათ იმიტომ, რომ არ გვითხოვია, ჩვენ ყველა დაფინანსებას ვითხოვთ საჯაროდ, წინასწარ გვინდა, ვიცოდეთ, ნებისმიერ ლარიანს რა პირობა მოჰყვება
ჰერმან საბო - „გირჩი“ არ არის კეზერაშვილის დაფინანსების ობიექტი, ალბათ იმიტომ, რომ არ გვითხოვია, ჩვენ ყველა დაფინანსებას ვითხოვთ საჯაროდ, წინასწარ გვინდა, ვიცოდეთ, ნებისმიერ ლარიანს რა პირობა მოჰყვება

ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, „გირჩი“ არ არის კეზერაშვილის დაფინანსების ობიექტი, ალბათ იმიტომ, რომ არ გვითხოვია და თან ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დაფინანსებას, რასაც ვითხოვთ, ვითხოვთ საჯაროდ, წინასწარ გვინდა, ვიცოდეთ, ნებისმიერ ლარიანს რა პირობა მოჰყვება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„რაც შეეხება იმას, ვის შეიძლება, კეზერაშვილი აფინანსებდეს – ერთი, ვისზეც თქვა მან თვითონ, არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც მერე შევუწყვიტე დახმარებაო. ასევე, არ მჯერა კეზერაშვილის ნათქვამი, რომ მე ვიღაცებს ვეხმარები, არის მხოლოდ მორალური მხარდაჭერა, ეს აუცილებლად იქნება მატერიალური.

მაგრამ იმის თქმა, როგორ აფინანსებს კეზერაშვილი ოპოზიციურ პარტიებს – ეს ხომ შავი ფულია?! – ამის თქმა არის თავის მოსულელებასავით, რადგან ქართული პოლიტიკა სავსეა შავი ფულით. მმართველი პარტიიდან დაწყებული, ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული ყველაზე არის ეჭვი, რომ, გარდა იმ თეთრი ფულისა, ასევე მიდის დამალული ფული, რომელსაც ხან რა პირობა მიჰყვება, ხან რა. ქართველ ხალხს ამით ვერც გააკვირვებ და ვერც ვიღაცაზე წარმოდგენას გაუფუჭებ იმით, რომ, აგერ, თურმე ჩუმად აფინანსებს ვიღაცა ვიღაცას“, – განაცხადა ჰემან საბომ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.