ჰერმან საბო - დაცვის მხარის მთავარი დასაყრდენი როდესაც არის, რომ დღე-დღეზე სააკაშვილი კვდება, მოწამლულია, სტრასბურგის სასამართლოში საქმის წაღება რთული იქნება
„გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო ვარაუდობს, რომ ადვოკატები სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს არ მიმართავენ, ვინაიდან ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას წლები დასჭირდება.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც დაცვის მხარის მთავარი საყრდენია, რომ სააკაშვილი კვდება, ყოველდღე იკლებს წონაში, შორი მიზნების დასახვა რთული იქნება.
„სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში, წესით, ყველა ლოგიკით უნდა მივიდეს, მაგრამ ვინაიდან დაცვის მხარის მთავარი დასაყრდენია, რომ დღე-დღეზე სააკაშვილი კვდება, მოწამლულია, ყოველდღე ნახევარ კილოს იკლებს, მაშინ ძალიან რთული იქნება მათი მხრიდან ისეთი შორი მიზნების დასახვა, როგორიც სტრასბურგის სასამართლოში საქმის წაღება და შემდეგ განხილვაში მონაწილეობა, შედეგის დადებაა, რომელიც შეიძლება, წლები გაიწელოს. ალბათ ადვოკატები ერთადერთი ამ არგუმენტით არ წაიღებენ სტრასბურგში სააკაშვილის საქმეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.