ჰერმან საბო - ჩვენ პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ, რადგან ფიზიკურად არ გვყავს ქალი დეპუტატები, ქალბატონმა სალომემ რატომღაც გადაწყვიტა, მარტო ქალებს შეხვდეს
ჩვენ პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ, რადგან ფიზიკურად არ გვყავს ქალი დეპუტატები, ქალბატონმა სალომემ რატომღაც გადაწყვიტა, მარტო ქალებს შეხვდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავს შეხვედრებში ცუდს ვერაფერს ხედავს.
„ჩვენ პრეზიდენტს არ შევხვდით გუშინდელ შეხვედრაზე, რადგან ფიზიკურად არ გვყავს ქალი დეპუტატები, რატომღაც ქალბატონმა სალომემ გადაწყვიტა, მარტო ქალებს შეხვდეს. არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ასეთ შეხვედრებს, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც ფიქრობს, რომ დასავლეთი არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა, ხვდება იმ ხალხს, ვინც ასევე ფიქრობს. რაზე ისაუბრეს იქ, რაზე შეთანხმდნენ ან რა გეგმები დაალაგეს, ფიზიკურად არ მეცოდინება, რადგან არ ვიყავი შეხვედრაზე. თუ დაგვიძახებენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიუხედავად, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამას ვიტყვით სალომესთანაც, გარეთაც, ევროპელებთანაც და ნებისმიერ ადგილას“, – აღნიშნა საბომ.