ჰენრი კისინჯერი - მეორე ცივი ომი უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე პირველი
მეორე ცივი ომი უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე პირველი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა ესპანურ გამოცემა „მუნდოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კისინჯერის თქმით, შესაძლოა, ახალი ცივი ომი ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაიწყოს.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ინტერვიუში თქვა, რომ ორივე ქვეყანას აქვს ერთმანეთის შესადარი ეკონომიკური რესურსები, რაც არ იყო პირველი ცივი ომის დროს აშშ-ის და საბჭოთა კავშირს შორის.
ჰენრი კისინჯერის განცხადებით, პეკინი და ვაშინგტონი ახლა მოწინააღმდეგეები არიან და არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩინეთის ვესტერნიზება მოხდება.
მანამდე ჩინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ჰენრი კისინჯერთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის „ახალი ცივი ომის“ დაწყება მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება.