ჰელსინკიში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს საპროტესტო აქციებით ხვდებიან [ფოტო]
ჰელსინკიში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს საპროტესტო აქციებით ხვდებიან.
პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის დაახლოებით 2 500 ადამიანია შეკრებილი. ისინი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პოლიტიკას აპროტესტებენ.
ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიალურადაა გამკაცრებული.