ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და რუსული ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას.
„მე შეშფოთებული ვარ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებების გამო. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, გავლენა მოეხდინა არჩევნებზე. შესაბამისად, მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ ეს დადგინდება, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. ჩვენი MEGOBARI აქტი მიზნად ისახავს, დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და ქართველ ხალხის თავისუფლებისა და გაძლიერებული სუვერენიტეტისკენ სწრაფვის მხარდაჭერას. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – ნათქვამია უილსონის განცხადებაში.