ჰელსინკის კომისია - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება.
„მაისში აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარადგინეს „მეგობარი აქტი“ – ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. კანონპროექტი პალატის საბოლოო კენჭისყრას ვიდრე ელოდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა“, – აღნიშნულია განცხადებაში.