ინგლისურმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა რეიტინგი შეადგინა.
საუკეთესოდ აღიარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების (1964-78) ყოფილი მწვრთნელი ჰელმუტ შიონი. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო მსოფლიოსა (1974) და ევროპის (1972) ჩემპიონატი. გარდა ამისა, გფრ-ის ნაკრები მეორე (1966) და მესამე (1970) ადგილზე გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და 1976 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. შიონს მსოფლიო ჩემპიონატზე სამწვრთნელო რეკორდები ეკუთვნის მატჩებისა (25) და მოგებების (16) რაოდენობით.
მეორე ადგილზე გავიდა იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვიტორიო პოცო (1929-48). მისი ხელმძღვანელობით იტალიამ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (1934, 1938) და ოლიმპიადა (1936).
მესამე ადგილი ეკუთვნის ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს (2008-16). მან ესპანეთს მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონატი (2010) და ევროპის ჩემპიონატი (2012).
სულ რეიტინგში 32 სპეციალისტი მოხვდა:
1. ჰელმუტ შიონი (გფრ), 2. ვიტორიო პოცო (იტალია), 3. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი), 4. მარიო ზაგალო (ბრაზილია), 5. დიდიე დეშამი (საფრანგეთი), 6. კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილია), 7. რინუს მიხელსი (ნიდერლანდები), 8. ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), 9. გუსტავ შებეში (უნგრეთი), 10. ენცო ბეარზოტი (იტალია), 11. იოახიმ ლიოვი (გერმანია), 12. ლუის სესარ მენოტი (არგენტინა), 13. კარლოს ბილარდო (არგენტინა), 14. ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია), 15. გავრილ კაჩალინი (სსრკ), 16. მიშელ იდალგო (საფრანგეთი), 17. ვისენტე ფეოლა (ბრაზილია), 18. იუპ დერვალი (გფრ), 19. ალფ რემზი (ინგლისი), 20. ლიონელ სკალონი (არგენტინა), 21. მარჩელო ლიპი (იტალია), 22. გილერმო სტაბილე (არგენტინა), 23. გუს ჰიდინკი (ნიდერლანდები), 24. აიმორე მორეირა (ბრაზილია), 25. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი), 26. ხუან ლოპესი (ურუგვაი), 27. როჟე ლემერი (საფრანგეთი), 28. ფერნანდო სანტუში (პორტუგალია), 29. ოტო რეჰაგელი (გერმანია), 30. ჰასან შეჰათა (ეგვიპტე), 31. ზლატკო დალიჩი (ხორვატია), 32. ბორა მილუტინოვიჩი (იუგოსლავია).