ვისენტე დელ ბოსკე - მესის ესპანეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ
ვისენტე დელ ბოსკე - მესის ესპანეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობდნენ

ცნობილმა ესპანელმა სპეციალისტმა ვისენტე დელ ბოსკემ გაზეთ „მარკასთვის“ (Marca) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის ესპანეთის ნაკრებში გამოსვლას სთავაზობდა.

„მესი გააძლიერებდა ესპანეთის ნაკრებს“, – განაცხადა დელ ბოსკემ, – „ვიცი, რომ ფედერაცია მონდომებით ცდილობდა ის ამაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ლიონელი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა, რადგან თავისი ქვეყნის სახელით თამაში სურდა. ლეოს ჩვენი გუნდი რომ აერჩია, ეს ნამდვილად არ გააუარესებდა მის სიტუაციას. მესი არის მესი, ის ერთადერთია. არ ვიცი, შევძლებდით თუ არა უფრო მეტის მოგებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ დავზარალდებოდით, არამედ, მეტს შევიძენდით. თუ ოცნებებზე ვილაპარაკებთ, ვისურვებდი, მემუშავა ლიონელ მესისთან ესპანეთის ნაკრებში. ბედმა გამიღიმა და საშუალება მქონდა მემუშავა დიად და შესანიშნავ მოთამაშეებთან. მესიც მათი დონისაა ან უკეთესიც“.

დატოვე კომენტარი