ჰელმანდის პროვინციაში საჰაერო დაბომბვისას 23 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის საჰაერო დაბომბვას 23 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი, გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ის მისიისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთობლივი ოპერაციის დროს, სამხედრო ვერტმფრენმა ერთ-ერთი ობიექტი დაბომბა. Reuters-ი წერს, რომ ადგილობრივები 30 დაღუპულის შესახებ საუბრობენ. ავღანეთში გაეროს მხარდამჭერ მისიაში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების დროს სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობამ იმატა, რაც განსაკუთრებულ შეშფოთებას არასრულწლოვანების დაღუპვის გამო იწვევს.
გაერო-ს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საჰაერო დაბომბვების შედეგად 649 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.