ჰეიკო მაასი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას მხარი დაუჭირონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას მხარი დაუჭირონ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„მე დამატებითი სანქციების მომხრე ვარ, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს შეეხებათ. ამავდროულად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები უკიდურესად დაბალ წერტილზეა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დაგეგმილია რამდენიმე ვიდეოკონფერენციაცა, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. ნავალნი გერმანიაში მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და მას 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთში რამდენიმე ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა.