ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ პანდემიისა და ჯანდაცვის საკითხები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის არასათანადო აღსრულების გამართლება არ უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, არ უნდა მოხდეს პანდემიის სიტუაციის ექსპლუატაცია და ჯანდაცვის საკითხები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის არასათანადო აღსრულების გამართლება არ უნდა გახდეს.
ჰეიკო მაასის თქმით, დაუშვებელია, ჯანდაცვის საკითხების გამართლებად გამოყენება და საერთაშორისო მონიტორინგის სამსახურებისთვის დაბრკოლებების შექმნა. როგორც „გარდიანი“ წერს, გერმანია და საფრანგეთი თანხმდებიან, რომ აუცილებელია გაიზარდოს ტყვეების გაცვლის მასშტაბები და უკრაინის აღმოსავლეთში მოხვედრილი პენსიონერებისთვის უკრაინულ პენსიაზე წვდომის უზრუნველყოფა.