ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში უნდა მოხვდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში უნდა მოხვდეს.
ეს განცხადება ჰაიკო მაასმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს ძალადობას, ისევ ვხედავთ, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს იჭერენ. მე შევთავაზე ევროკავშირს ახალი სანქციების პაკეტის მომზადება, რომელშიც ლუკაშენკოც უნდა იყოს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.