ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან რუსეთი ჯერ არ თანამშრომლობს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ რუსეთი ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან ჯერ არ თანამშრომლობს.
ამის შესახებ მაასმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„როიტერი“ წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შეიკრიბებიან, რათა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვის საკითხი განიხილონ და მომდევნო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
„ველით, რუსეთი შეუერთდება ჩვენს ძალისხმევას, რათა გავარკვიოთ, რა მოხდა, თუმცა ამჟამად, ეს ასე არ არის. ჩვენ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამას დღეს განვიხილავთ, რადგან გამოძიებასთან რუსეთის თანამშრომლობა ყველაფერს გაამარტივებდა. წინააღდეგ შემთხვევაში, საკითხი ისევ ღიად დარჩება და შემდეგ ევროკავშირს მოუწევს განიხილოს, რა ნაბიჯები გადადგას მომავალში“,- განაცხადა ჰეიკო მაასმა.