ჰავაის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, პირველი ბიძგების სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა, რასაც მოგვიანებით 6,9 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტ Paradise Park-იდან 25 კილომეტრში მდებარეობდა.
ჰავაის კუნძულებზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვულკანის სიახლოვეს მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაყვანილია 1 500-ზე მეტი ადამიანი. ვულკანი ფერფლსა და ლავას აფრქვევს, რის შედეგადაც კუნძულზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.