ჰასან რუჰანი - ირანი და თურქეთი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე თანამშრომლობენ
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, მისი სახელმწიფო თურქეთის რესპუბლიკასთან რეგიონულ და გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით თანამშრომლობს.
ირანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ირანელმა ლიდერმა მის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ირანსა და თურქეთს აქვთ პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, რომელიც დიალოგის გზით გვარდება“, – აღნიშნა რუჰანიმ.
ირანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ოფიციალურ თეირანთან ურთიერთობა მზარდად შეაფასა.
„თურქეთსა და ირანს აქვთ საერთო პოზიციები და თანამშრომლობა მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, თურქმა ლიდერმა ხაზი გაუსვა მხარეთა შორის თანამშრომლობის არსებული ტენდენციების შენარჩუნებას.