ჰასან როუჰანი - თუ ვაშინგტონს კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში ირანის დახმარება სურს, სანქციები უნდა გააუქმოს
ჰასან როუჰანი - თუ ვაშინგტონს კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში ირანის დახმარება სურს, სანქციები უნდა გააუქმოს

აშშ-მა უნდა გააუქმოს სანქციები, თუ ვაშინგტონს სურს დაეხმაროს ირანს კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ​ჰასან როუჰანის თქმით, ირანს არ აქვს განზრახვა, მიიღოს ვაშინგტონის ჰუმანიტარული დახმარება.

„ამერიკელი ლიდერები ტყუიან. თუ მათ ირანის დახმარება სურთ, ერთადერთი რისი გაკეთებაც მათ სჭირდებათ, სანქციების გაუქმებაა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, კორონავირუსის ეპიდემიასთან გამკლავებას“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.

„თქვენ დაბლოკეთ ირანის ნავთობის ექსპორტი, გააჩერეთ ირანის საბანკო ტრანზაქციები. დახმარების თქვენი შეთავაზება ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილია“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ვაშინგტონმა ირანს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა თუმცა 22 მარტს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 1 812 ადამიანი დაიღუპა. სულ გამოვლენილია დაავადების 22 ათასამდე შემთხვევა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებით, ყოველ ათ წუთში კორონავირუსის შედეგად ირანში ერთ ადამიანი იღუპება.