ჰასან როჰანი - ირანელი ხალხი განსაზღვრავს საკუთარ ბედს, შიდა თავისუფლებით არ ვივაჭრებთ
აშშ-ის შემდეგ ადმინისტრაციას სხვა გზა აღარ ექნება, გარდა ირანელი ხალხისადმი დანებებისა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰასან როჰანის თქმით, აშშ-ს არ შეუძლია ირანს აიძულოს არც მოლაპარაკებები და არც ომი.
„სანქციების ქვეშ ცხოვრება რთულია, მაგრამ ცხოვრება უფრო რთულია დამოუკიდებლობის გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თავისუფლება სახლში. ჩვენ, როგორც უძველესი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში, ვამაყობთ, რომ ჩვენი ხალხი განსაზღვრავს თავის ბედს და არ ვივაჭრებთ შიდა თავისუფლებით საგარეო ჩარევასთან. ამიტომ ვეწინააღმდეგებით, რომ ირანი არ იყოს გამოყენებული სავაჭრო მონეტად აშშ-ის არჩევნებში და შიდა პოლიტიკაში“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
ჰასან როჰანიმ ასევე თქვა, რომ დომინირებისა და ჰეგემონიის ხანა უკვე დიდი ხანია, დასრულებულია.