ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება. ეს არის ნასრალას სიტყვით მეორე გამოსვლა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან.
როგორც ჰასან ნასრალამ განაცხადა, „ჰეზბოლას“ შეიარაღებულმა ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღების ახალი სახეობები გამოიყენა და ახალ სამიზნეებზე განახორციელა დარტყმები. მის თქმით, „ჰეზბოლამ“ აჩვენა ოპერაციების, სამიზნეების ზომისა და მათი რაოდენობის გაუმჯობესება, ასევე იარაღის სახეობების ზრდა.
მისი განცხადებით, პირველად იქნა გამოყენებულ რაკეტა „ბურკანი“, ასევე საბრძოლო დრონები.
როგორც ჰასან ნასრალამ აღნიშნა, დაჯგუფებამ იერიში მიიტანა ისრაელის ქალაქ კირიატ-შმონაზე ისრაელის დარტყმის საპასუხოდ, რომელსაც სამი გოგონა და მათი ბებია ემსხვერპლნენ.
„ეს ფრონტი აქტიური დარჩება“, – განაცხადა მან.