ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლები ისრაელის საზღვართან თავდასხმას მაშინ შეწყვეტენ, როდესაც ისრაელი შეწყვეტს ღაზაზე აგრესიას
ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ მებრძოლები ისრაელის საზღვართან თავდასხმას მაშინ შეწყვეტენ, როდესაც ისრაელი შეწყვეტს ღაზაზე აგრესიას

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ისრაელის საზღვართან თავდასხმას მაშინ შეწყვეტენ, როდესაც ისრაელი შეწყვეტს ღაზაზე აგრესიას.

ნასრალას განცხადებით, როგორც ჩანს, ლიბანის საზღვრის გასწვრივ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად დიპლომატიური მცდელობები სარგებელს მხოლოდ ისრაელს მოუტანს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ რაციონალური და დისციპლინირებული ხალხი, მაგრამ თქვენ თუ გააფართოებთ ომს, მაშინ ჩვენც იმავეს ვიზამთ. ესკალაციას თუ მოახდენთ, ჩვენც ესკალაციას მოვახდენთ. ამაში პრობლემა არ არის“, – აღნიშნავს „ჰეზბოლას“ ლიდერი.