ცნობილი იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი კარანტინის პერიოდში რადიოში გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, მურაკამი კორონავირუსის გამო სახლში მყოფი იაპონელების გამხნევებას შეეცდება.
„იმედი მაქვს, მუსიკის ძალა შეძლებს „კორონასთან“ დაკავშირებული ნაღველის ნაწილი გააქარვოს“, – წერს იაპონელი მწერალი.
როგორც გარდიანი წერს, ორსაათიანი შოუს დროს მწერალი მსმენელს საყვარელ მუსიკალურ კომპოზიციებს მოასმენინებს და მათ შეკითხვებსაც უპასუხებს. ჰარუკი მურაკამის შოუ ეთერში 22 მაისს გავა.
როგორც ცნობილია, იაპონიაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მაისის ბოლომდე გაგრძელდება.