მონტრეზლ ჰარელს „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ეს 26 წლის ცენტრს დაუფასდა კიდეც. ჰარელი ლიგამ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო „მეექვსე მოთამაშედ“ დაასახელა. როგორც ირკვევა, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე კალათბურთელი ლოს-ანჯელესის მეორე გუნდს, „ლეიკერსს“ მოელაპარაკა და მომდევნო სეზონიდან მოქმედი ჩემპიონის ღირსებას დაიცავს.
შემს ჩარანია იუწყება, რომ ჰარელმა „ლეიკერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროის მანძილზე ის 19 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჰარელი გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 18.6 ქულასა და 7.1 მოხსნას აგროვებდა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.