აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჰანთერ ბაიდენს ბრალი ედებოდა იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებაზე, ხოლო აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია. ამასთან, გამოძიების ვერსიით, 2018 წელს, კოლტის ტიპის რევოლვერის ყიდვისას ჰანთერ ბაიდენმა ოფიციალურ დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა.
აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ბრალდებული.