ჰანს კლუგე გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ლიდერობისთვის მადლობას უხდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ლიდერობისთვის.
ამის შესახებ ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ამასთან, ჰანს კლუგე პატივისცემას გამოხატავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მოწინავე ხაზზე მყოფი მუშაკებისადმი.
„მადლობას გიხდით, გიორგი გახარია, „კოვიდ-19“-ზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში თქვენი ლიდერობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგას მათი კეთიდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. ჩემი პატვისცემა საქართველოში მოწინავე ხაზზე მყოფი ყველა მუშაკისადმი“, – წერს ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.