ჰანოვერის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე უცნობი პირი მანქანით შეიჭრა. მომხდარის გამო, აეროპორტი დროებით დახურეს. გერმანული მედიის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა მანქანით აეროპორტის ერთ-ერთი ჭიშკარი შეანგრია.
პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ტერმინალი A. შუშის კართან მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. დამნაშავე დაკავებულია. მიმდინარეობს მისი მანქანის შემოწმება.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ბერძნული ავიაკომპანიის Agean Airlines-ის თვითმფრინავი ჯდებოდა. პოლიციამ ეკიპაჟის წევრები დაკითხა.
გერმანიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები საშობაოდ გამკაცრებულია.