ჰამბურგში, ულტრამემარჯვენე ძალებისა და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქციაში, სხვადასხვა ცნობით, 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა
ჰამბურგში ულტრამემარჯვენე ძალებისა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელშიც, სხვადასხვა ცნობით, 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც მემარჯვენე ექსტრემიზმის აღზევებასა და ნეონაცისტური ქსელების არსებობას აპროტესტებდნენ, ასევე შეუერთდა ჰამბურგის ბურგომისტრი.
ანალოგიური აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის იენსა და კილში.
აქციების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები მემარჯვენე ექსტრემისტებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ამ შეხვედრაზე წარმოშობით უცხოელი გერმანიის მოქალაქეების ქვეყნიდან იძულების წესით გაძევების საკითხი განიხილებოდა. ამ ფონზე გერმანიაში, უკვე ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება აქციები ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ. დემონსტრაციებს მიესალმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელიც გასულ კვირას ერთ-ერთ ასეთ აქციას შეუერთდა კიდეც.