ჰამბურგში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ აქციაში 13 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ჰამბურგში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში 13 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ცხოველებზე ლაბორატორიული ცდების შეწყვეტასა და შესაბამისი ლაბორატორიების დახურვას ითხოვდნენ.
ჰამბურგში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქალაქის მახლობლად ერთ-ერთ ლაბორატორიაში ძაღლებსა და მაიმუნებზე სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებენ.
ქალაქ შტადეს პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
საუბარია „ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიაზე“ [LPT]. აღნიშნული კომპანიის ლაბორატორიები ჰამბურგის გარდა, გერმანიის სხვა ქალაქებშიც მოქმედებს.