„ჰამასში“ აცხადებენ, რომ „მშვიდობის საბჭოს“ მოსთხოვეს, აიძულოს ისრაელი, ღაზის სამშვიდობო შეთანხმება შეასრულოს
„ჰამასის“ ლიდერისა და დონალდ ტრამპის წარმომადგენელის, ჯარედ კუშნერის ეგვიპტეში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მათ მშვიდობის საბჭოს მოსთხოვეს , აიძულოს ისრაელი, ღაზის სამშვიდობო შეთანხმება შეასრულოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭომ და შუამავალმა ქვეყნებმა ისრაელი უნდა აიძულონ, შეასრულოს გეგმის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, შეწყვიტოს დარღვევები, მკვლელობები და დაამტკიცოს შეთანხმების მეორე ეტაპის გეგმა.
ცნობისთვის, როგორც „სიენენი“ წერს, ჯარედ კუშნერი და „მშვიდობის საბჭოს“ ხელმძღვანელი 17 აგვისტოს ისრაელშიც გაემგზავრებიან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავენ მოლაპარაკებებს.