„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაში იღებდა მონაწილეობას.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს თეირანში ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი მომხდარს იძიებს.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა. ის ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის დროს ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ ირანი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას.