„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ლიბანზე საჰაერო იერიშის შედეგად „ჰამასის“ ლიდერი, აბუ ალ-ამინი დაიღუპა
მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ ლიდერი, ფატაჰ შარიფი, რომელიც აბუ ალ-ამინით არის ცნობილი.
ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ჰამასი“ აცხადებს, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ტიროსის გარეუბანში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე. ამავე იერიშის შედეგად ასევე დაიღუპნენ შარიფის მეუღლე და ორი შვილი.
შეგახსენებთ, მთელი ღამის განმავლობაში ისრაელი დარტყმებს ახორციელებდა ლიბანის სამხრეთით. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ თავდასხმა განხორციელდა ბექაას ხეობაში ათობით გამშვებ დანადგარსა და შენობებზე, სადაც „ჰეზბოლას“ იარაღი ინახებოდა.