„ჰამასმა“ პროპაგანდისტული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ
„ჰამასმა“ პროპაგანდისტული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ. ვიდეოში მძევლები ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მათი გათავისუფლება და აკრიტიკებენ, რომ ვერ მოახერხა 7 ოქტომბრის თავდასხმის თავიდან არიდება.
ისრაელის მედია წერს, რომ სამი ქალის ვინაობა, რომელთა განცხადება თითქმის დანამდვილებით იყო ნაკარნახევი მათი გამტაცებლების მიერ, დადგენილი არ არის.
„ჩვენ ვაგებთ პასუხს თქვენს პოლიტიკურ, უსაფრთხოების და სამხედრო მარცხზე 7 ოქტომბერს. ჯარი არ იყო, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა. ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც გადასახადებს ვიხდით. ტყვეობაში ვართ ცუდ მდგომარეობაში. თქვენ გვკლავთ. გინდათ ჩვენი მოკვლა? არ არის საკმარისი ისრაელის მოკლული მოქალაქეების რაოდენობა? ახლავე გაგვათავისუფლეთ“, – აცხადებენ ვიდეოში მძევლები.