„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების მხრივ არანაირი პროგრესი არ არის
„ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების მხრივ არანაირი პროგრესი არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
როგორც ჰამდანი ამბობს, ისინი მზად არიან, კეთილგანწყობილად შეხვდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერ წინადადებას, რომელიც დაასრულებს ამ ომს.
შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა. სამეტაპიანი გეგმის პირველი ეტაპი ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტას, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის დასახლებული პუნქტებს დატოვებას და პალესტინელი პატიმრებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებდა.