„ჰამასი“ ორგანიზაციის ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას ოფიციალურად ადასტურებს
„ჰამასი“ ორგანიზაციის ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას ოფიციალურად ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
„ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხალილ ჰაიას განცხადებით, იაჰია სინვარი ღაზის სექტორში დაიღუპა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ღაზაში მყოფი 101 ტყვე არ დაბრუნდება, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს ღაზაზე და არ გაიყვანს თავის ძალებს ალყაში მოქცეული ანკლავიდან.
ხალილ ჰაიამ ასევე აღნიშნა, რომ სინვარის სიკვდილი მხოლოდ „ჰამასის“ გაძლიერებას გამოიწვევს და ისრაელი მის მოკვლას ინანებს.
„„Ჰამასი“ გააგრძელებს ბრძოლას მთელი პალესტინის მიწაზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე, მის დედაქალაქად იერუსალიმით“, – განაცხადა ხალილ ჰაიამ.