„ჰამასი“ აშშ-ს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში ადანაშაულებს
„ჰამასი“ აშშ-ს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის მიღებაში ადანაშაულებს. ამის მიზეზად კი აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის, რამდენიმე სარაკეტო კრეისერისა და გამანადგურებლის გაგზავნას ასახელებს.
„ეს მოძრაობები არ აშინებს ჩვენს ხალხს და არც მათ წინააღმდეგობას, რომელიც გააგრძელებს ჩვენი ხალხის და ჩვენი წმინდა ადგილების დაცვას”, – თქვა „ჰამასის“ სპიკერმა, ჰაზემ კასემმა განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, მხარდაჭერის გამოსახატად, ისრაელის მახლობლად სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების გაგზავნა გადაწყვიტა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-მა ავიამზიდი, რამდენიმე სარაკეტო კრეისერი და გამანადგურებელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნა.