კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას „სიენენი“ „ჰამასის“ სპიკერზე, აბუ ობაიდაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მტერმა უარი თქვა გასული პარასკევის შემდეგ მათ მიღებაზე, ჩვენ გავათავისუფლეთ ორი მძევალი. მათი გათავისუფლება გადავწყვიტეთ ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო“, – თქვა აბუ ობაიდამ.
მედიის ინფორმაციით, მძევლები ისრაელის მოქალაქეები იყვნენ. სავარაუდოდ, ორივე მძევალი ქალია.