ჰალკიდიკიში შტორმსა და სეტყვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ჰალკიდიკიში შტორმსა და სეტყვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჰალკიდიკის რაიონში ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია ავრცელებს. გარდაცვლილებს შორის რუმინელი და ჩეხი ტურისტები, ასევე ორი რუსი ტურისტია. გავრცელებული ცნობით, მათ ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე დაეცათ. ჩეხეთის ორი მოქალაქე დაიღუპა, როდესაც ძლიერმა ქარმა მათი მანქანა გადააბრუნა. რუმინელი ქალი და რვა წლის ბიჭი კი ერთ-ერთი რესტორნის სახურავის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ. დაშავებულია ათობით ადამიანი.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. როგორც ადგილობრივი მეტეოროლოგები აღნიშნავენ, ასეთი ძლიერი შტორმი და სეტყვა ჰალკიდიკისთვის მიმდინარე სეზონისთვის უჩვეულოა.