ცნობილი გახდა კიდევ ორი ქალი ჩოგბურთელის ვინაობა, რომლებმაც გაინაღდეს წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაში. ესენი არიან უიმბლდონისა და აშშ-ის ღიას ჩემპიონები – რუმინელი სიმონა ჰალეპი და კანადელი ბიანკა ანდრეესკუ. ეს ინფორმაცია ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
უფრო ადრე, სეზონის დასკვნით ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს – როლან გაროსის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ და ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ.
წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ შენჟენში 27 ოქტომბრიდან სამ ნოემბრამდე გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს. ასე რომ, დარჩენილია ოთხი საგზური.