ჰაიტიზე 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე, 11 მოქალაქე. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ძლიერი ბიძგები ჰაიტიზე შაბათს ღამით დაფიქსირდა. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ პორ-დე-პედან 19 კილომეტრში მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის.