ჰაიკო მაასი - გერმანია მზად არის, აღადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ქაბულში, თუ „თალიბანი“ კონკრეტულ პირობებს შეასრულებს
ჰაიკო მაასი - გერმანია მზად არის, აღადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ქაბულში, თუ „თალიბანი“ კონკრეტულ პირობებს შეასრულებს

გერმანია მზად არის, აღადგინოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ქაბულში, თუ „თალიბანი“ კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა.

„ჩვენ გვსურს ინკლუზიური მთავრობა, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების და ქალების უფლებების პატივისცემა, ავღანეთი არ უნდა გახდეს ნოყიერი ნიადაგი საერთაშორისო ტერორიზმისთვის“, – განაცხადა მაასმა.

მისივე თქმით, თუ ეს პირობები შესრულდება და უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია ამის საშუალებას მისცემთ, ისინი მზად არიან, აღადგინონ დიპლომატიური წარმომადგენლობა ქაბულში.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ ავღანეთში საელჩოები დახურა.