ჰაიდელბერგში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელიც სადგურში გამვლელებს მაკრატლით ემუქრებოდა
ჰაიდელბერგში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელიც სადგურში გამვლელებს მაკრატლით ემუქრებოდა

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით 43 წლის ქართველ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ჰაიდელბერგის პროკურატურასა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი 2018 წლის 16 აგვისტოს რკინიგზის სადგურში გამვლელებს მაკრატლით ემუქრებოდა და მათგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. ის რკინიგზის დაცვის თანამშრომლებმა ცრემლსადენი აეროზოლის გამოყენებით დააკავეს. დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ჰაიდელბერგის კრიმინალური პოლიცია და პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობს.